რა თქვა პუტინმა სინამდვილეში — მე-2 ნაწილი: „მოლაპარაკებები“
განახლება: რუსეთი უკრაინაში უმიზეზოდ შეიჭრა. უკრაინულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს, რამაც რუსეთის არმიის გაკვირვება გამოიწვია. ახლა უკვე პუტინის შემოთავაზებაა ბელარუსში „მოლაპარაკების“ გამართვა…
როგორც წესი, მოლაპარაკებები კრემლის ხრიკი და შირმა არის ხოლმე. გამოძალვა და შანტაჟი მაქსიმალისტური მოთხოვნებით: ყირიმის აღიარება რუსეთად და უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.
გომელში რუსეთის წარმომადგენელი, დაბალი რანგის მრჩეველი მედინსკი სინანულს გამოთქვამს, რომ უკრაინელები იღუპებიან… მაშინ, როცა ხარკოვში რუსული რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ხვდება და გრძელდება თავდასხმები კიევზე და სხვა ადგილებზე.
24 თებერვალს გავრცელდა პუტინის სატელევიზიო მიმართვა, რომლის შემდეგაც ის უკრაინაში ღიად შეიჭრა. ქვემოთ წარმოგიდგენთ პუტინის მთავარ გზავნილებს.
როგორც ადრე, ახლაც პუტინის გამოსვლა გაჟღენთილი იყო დეზინფორმაციული ნარატივებით და მიზნად ისახავდა შეიარაღებული აგრესიისთვის მხარდაჭერის მობილიზებას დემოკრატიული და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ.
მოკლედ აგიხსნით, რა თქვა პუტინმა სინამდვილეში
| პუტინის მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ახალმეტყველება: | რას გულისხმობს სინამდვილეში: |
| „რუსეთის თავდაცვა“ | თავდასხმა და შეჭრა სუვერენულ ქვეყანაში, რომელიც არავის ემუქრება |
| „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ | სრულმასშტაბიანი თავდასხმა. სარაკეტო დარტყმები, საჰაერო და სახმელეთო შეჭრა
დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით |
| „არავითარი ოკუპაცია“ | მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის ოკუპაცია მანამ, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს. უკრაინის მოქცევა მოსკოვის კონტროლქვეშ. განუსაზღვრელი ვადით |
| „უკრაინის დენაციფიკაცია“ | სტალინისტური რეპრესია სუვერენული ქვეყნის არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ |
| „მთავრობის ახალი არჩევნების ჩატარება“ | იარაღის მუქარის ქვეშ ცრუ დემოკრატიის შექმნა მთავრობაში კრემლის ერთგული მარიონეტების მოსაყვანად |
| მე-2 ნაწილი: | |
| „მოლაპარაკებები“ | მაქსიმალისტური მოთხოვნების წამოყენება მაშინ, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვები გრძელდება. დროის მოგება გადაჯგუფებისთვის, საწვავის შევსებისა და საომარი მანქანის გადატვირთვისთვის, რადგან ეს უკანასკნელი წინ ვერ მიიწევს წინააღმდეგობის გამო |