უკრაინა

კრემლმა ინფორმაციით მანიპულაციისა და დეზინფორმაციის შეტევები უკრაინაზე სრულმასშტაბიან შეჭრამდე (2022 წლის 24 თებერვალი) დიდი ხნით ადრე დაიწყო. რუსეთის მთავრობის მიერ მართული, უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის ეკოსისტემა, წლების განმავლობაში, მინიმუმ 2014 წლიდან, ავრცელებდა მითებსა და ყალბ საბაბებს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია მთლიანი დეზინფორმაციის 40%-ს შეადგენს და ყველა მათგანი ჩვენს მონაცემთა ბაზაში ინახება.

უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია არამარტო რუსეთის სასტიკ დარტყმებს, არამედ პირუთვნელად იცავს თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებს — აჩვენებს რა მსოფლიოს შემართების ნამდვილ მნიშვნელობას. ამას გარდა, უკრაინა მედგრად დაუხვდა კრემლის დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის უპრეცედენტო მასშტაბის კამპანიას, რომელიც რუსეთის მიერ წამოწყებული დანაშაულებრივი ომის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, ის არც რუსული ტყუილების წინააღმდეგ ბრძოლაში იშურებს ძალისხმევას.

ბევრმა თვემ განვლო პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „სამდღიანი ომის“ გაჩაღებიდან, ელოდებოდა რა პუტინი სწრაფ გამარჯვებას ან საკუთარი ტყუილებისა და პროპაგანდის იწამა. სამწუხაროდ, ომი გრძელდება როგორც საბრძოლო ველზე, ისე — საინფორმაციო სივრცეში. EUvsDisinfo-მ მოამზადა ომის პირველ 100 დღეში გავრცელებული კრემლის ტყუილების მიმოხილვა და კვლავ აგრძელებს კრემლის დეზინფორმაციის მონიტორინგსა და ანალიზს დეზინფორმაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. მაგალითად, აქ ჩვენ ვამხელთ თორმეტ მითს რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ.

25 articles
„ჟურნალისტის პროფესიას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს ოკუპანტი და ამიტომაც გვდევნიან ისინი ჩვენ“ — ინტერვიუ სვეტლანა ზალიზეცკასთან

„ჟურნალისტის პროფესიას პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს ოკუპანტი და ამიტომაც გვდევნიან ისინი ჩვენ“ — ინტერვიუ სვეტლანა ზალიზეცკასთან

სვეტლანა ზალიზეცკა, უკრაინელი ჟურნალისტი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლიდან, უკვე ორ წელზე მეტია წერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში ცხოვრების შესახებ. ჩვენ ვესაუბრეთ სვეტლანას ოკუპაციის დროს მისი საქმიანობის შესახებ, ასევე, იმ ტერორზე, რომელსაც რუსეთი იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
განტევების ვაცებისთვის: ფაქტების შემოწმების საერთაშორისო დღე და თავდასხმა „კროკუს სითიზე“

განტევების ვაცებისთვის: ფაქტების შემოწმების საერთაშორისო დღე და თავდასხმა „კროკუს სითიზე“

ფაქტების შემოწმება ისეთი პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გამოვლენის პროცესის განუყოფელი ნაწილია, როგორიცაა, მაგალითად, „მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის კვალის არსებობა“. რეალური ქმედებები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
რა თქვა მან და რას ნიშნავს ეს სინამდვილეში — ვერსია 5: „ინტერვიუ / ისტორიის ლექცია“

რა თქვა მან და რას ნიშნავს ეს სინამდვილეში — ვერსია 5: „ინტერვიუ / ისტორიის ლექცია“

კრემლის პროპაგანდისტული სპექტაკლი — პუტინის „ინტერვიუ“ Fox-ის ყოფილ მოლაპარაკე თავთან, ტაკერ კარლსონთან, ისტორიის გადაწერის და პრო-კრემლისტური რჩეული დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელების კიდევ ერთი მცდელობაა
ანალიზიდან კოლექტიურ პასუხზე გადასვლის დროა

ანალიზიდან კოლექტიურ პასუხზე გადასვლის დროა

EEAS-ის ბოლო ანგარიში უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის შესახებ აღწერს, როგორ სისტემატურად უთხრის ძირს დემოკრატიებს უცხო ქვეყნის ძალები. ეს მხოლოდ ფაქტებზე შეტევა არ არის, არამედ სტრატეგიული დარტყმაა ჩვენს ინსტიტუტებსა და სოციალურ ქსოვილზე, რისთვისაც გამოიყენება ყველა გზა — არჩევნები, გლობალური კრიზისები თუ გავლენიანი ფიგურები.
გამარჯვების დღე — 9 მაისი — საბჭოთა კავშირსა და რუსეთში

გამარჯვების დღე — 9 მაისი — საბჭოთა კავშირსა და რუსეთში

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება და გადაიზარდა „გამარჯვებით აღგზნებაში“ (победобесие), როგორც მას რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი რუსი მიმომხილველი უწოდებს.
თამაში ბირთვულ ცეცხლთან

თამაში ბირთვულ ცეცხლთან

პროკრემლისტურ დეზინფორმაციაში ჩართულმა ფანატიკოსებმა ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს დაადგეს თვალი და ბირთვული კატასტროფის საფრთხეს უკრაინაში რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად იყენებენ
პროკრემლისტური დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივები, ნაწილი 3: „დაკარგული სუვერენიტეტი“

პროკრემლისტური დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივები, ნაწილი 3: „დაკარგული სუვერენიტეტი“

საბოლოო ჯამში, „დაკარგული სუვერენიტეტის“ დეზინფორმაციული ნარატივი ძალის გამოცლის ნარატივია. მისი მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვა და დემოკრატიის საფუძვლების მოშლა.
კრემლის შიშები და მოჩვენებითი გამბედაობა

კრემლის შიშები და მოჩვენებითი გამბედაობა

პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ისევ აცხადებენ, რომ თითქოს უკრაინა არ არსებობს, როგორც სახელმწიფო. თუმცა, ამავდროულად, უკრაინას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ წარმოაჩენენ.
კრემლს არ ასვენებს სიკვდილისა და განადგურების დაუოკებელი წყურვილი

კრემლს არ ასვენებს სიკვდილისა და განადგურების დაუოკებელი წყურვილი

პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ენით აუწერელ ადამიანურ ტანჯვას ისევ განთავისუფლებას უწოდებენ, ხოლო რუსების ხელში დროებით მოხვედრილ ნანგრევებს
გვერდები: 1 2 3
`

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist