კრემლის გროტესკული ფარსი სისხლიან ტრაგედიად გადაიქცა

კრემლის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა ვერავინ დაარწმუნა, ერთი კაცის გარდა

ბოლო დღეებში, კვირებში, თვეებსა და წლებში EUvsDisinfo-ში მიმოვიხილავდით პროკრემლისტური დეზინფორმაციული კამპანიების ანატომიას, ვმსჯელობდით მათ ტაქტიკაზე და ვუპირისპირდებოდით ტოქსიკურ ნარატივებს, რომლებიც მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების მოტყუებასა და დეზორიენტაციას ისახავდა მიზნად.

ამასობაში რუსეთის ქმედებებით გამოწვეულმა დაძაბულობამ დუღილის წერტილს მიაღწია. მითების გამოაშკარავებასა და ფაქტების შემოწმებაში ჩართულ სხვა თანამებრძოლებთან ერთად ჩვენი თვალით ვიხილეთ, როგორ წყდება რეალობას პროკრემლისტური დეზინფორმაცია და ზოგჯერ კარიკატურულად სულელური ხდება.

წარმოგიდგენთ უახლეს ნიმუშებს: თითქოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქირურგიული სიზუსტით დაბომბეს უმნიშვნელო ქოხი შეხების ხაზიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით; ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ აღჭურვილობით, რომელიც მათ არ აქვთ; და თითქოს უკრაინის არმიამ საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ბაღი დაბომბა.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პროკრემლისტურმა მედიამ მთლიანად შეწყვიტა ვინმეს რამეში დარწმუნება რუსეთის საზღვრებს გარეთ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი უხეირო ტყუილებიც კი მზაკვრული და მავნებლურია, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ კრემლის დეზინფორმატორები უკვე დიდი ხანია ამზადებენ საფუძველს ამჟამად მიმდინარე მოვლენებისთვის.

ნაცისტები ყოველ კუთხეში, დიდი ჰუმანისტები და ლაყბობა ბირთვული ბომბის შესახებ

ჩვენ შევისწავლეთ ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის მიმართ გამოყენებული რიტორიკა რუსულ სახელმწიფო მედიაში, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ პროკრემლისტურ გამოცემებში და რუსეთის ოფიციალურ დიპლომატიურ Twitter ანგარიშებზე.

კვლევა დავიწყეთ იმის დათვლით, რამდენჯერ იყო ნახსენები უკრაინასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები იმ საკვანძო სიტყვებთან კომბინაციაში, რომლებიც წარმოადგენდა casus belli- (ომის საბაბის) ნარატივებს ან უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოყენებულ ტყუილებს.

მაგალითად, პროკრემლისტური გამოცემები უკრაინელების გაშავების მიზნით უკრაინას მუდმივად „ნაცისტურ“ სახელმწიფოდ წარმოაჩენენ, განსაკუთრებით, რუსეთის შიდა აუდიტორიის თვალში და ამით ამართლებენ კრემლის აგრესიას. ეს ტაქტიკა უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ შემდეგ წლებში: 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021 და რა თქმა უნდა, ბოლო ექვს თვეში, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზეა ნაჩვენები.

უკრაინის, როგორც „ნაცისტური“ სახელმწიფოს წარმოჩენით რუსეთის მთავრობის მიერ მართული გამოცემები და ამჟამად სანქცირებული პოლიტიკოსები საზიზღარ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს აყენებენ თითქოს დონბასში მიმდინარე გენოციდთან დაკავშირებით და ველურ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ უკრაინის მიერ ქიმიური და სხვა აკრძალული შეიარაღების გამოყენების შესახებ.

საკვანძო სიტყვა - ნაცისტური, საკვანძო სიტყვა - გენოციდი, საკვანძო სიტყვა - ქიმიური

საკვანძო სიტყვა – ნაცისტური, საკვანძო სიტყვა – გენოციდი, საკვანძო სიტყვა – ქიმიური

ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული (და ამჟამად კრემლის მიერ აღიარებული) ბანდიტების მხარდასაჭერად, რომლებიც ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასა (ლსრ)“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას (დსრ)“ მართავენ, პროკრემლისტური მედია ცდილობს რუსეთის აგრესიის გამართლებას ჰუმანიტარული ჩარევით

მკვეთრად გაიზარდა საკვანძო სიტყვის „ლტოლვილი“ ხსენების მოცულობა მას შემდეგ, რაც წინასწარ ჩაწერილი და სინქრონიზებული განცხადებები გაავრცელეს ეგრეთწოდებული „ლსრ“-ისა და „დსრ“-ის ლიდერებმა დონბასიდან რუსეთში სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ „ევაკუაციასთან“ (ანუ, იძულებით გადასახლებასთან) დაკავშირებით.

საკვანძო სიტყვა - ლტოლვილი

საკვანძო სიტყვა – ლტოლვილი

კრემლის მიერ მართული მედია სავსეა რუსეთში ჩასული ქალების, ბავშვებისა და მოხუცების სურათებით, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილმა დამოუკიდებელმა რუსულმა მედიასაშუალებებმა ეგრეთწოდებულ „დსრ“-ში და „ლსრ“-ში გამოჰკითხეს ადგილობრივები, რომლებიც მკაფიოდ ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდის არ სჯერათ, თავიანთი სახლების დატოვება არ სურთ და უკრაინას მტრად არ მიიჩნევენ. თუმცა, მოდი ფაქტებით ნუ გავაფუჭებთ კარგ და ემოციურად მანიპულაციურ ამბავს!

საკვანძო სიტყვა - ბირთვული

საკვანძო სიტყვა – ბირთვული

დაბოლოს, 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინის კონტექსტში საკვანძო სიტყვას „ბირთვული“ სულ უფრო ხშირად ახსენებენ. ეს არცაა გასაკვირი იქიდან გამომდინარე, რა საომარი პოზიცია უჭირავს რუსეთს და როგორ ლაყბობენ პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები ბირთვული იარაღისა და სამხედრო სიძლიერის შესახებ. ახალი ნიმუში: ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა პროპაგანდისტმა, დიმიტრი კისილიოვმა მადლობა გადაუხადა „ამხანაგ სტალინსა და ბერიას“ (და სხვებს) რუსული ბირთვული იარაღის შექმნისთვის.

გროტესკული ორაქტიანი პიესა მთავარი დეზინფორმატორის საამებლად

პროკრემლისტური დეზინფორმაციის დიდი ნაწილი შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. ის ხალხს მოუწოდებს კრემლის იმპერიული ამბიციებისა და სამხედრო ავანტიურიზმის მხარდაჭერისკენ. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული დეზინფორმაცია ვრცელდება ერთი კაცის საამებლად, რომელიც ან კრემლში ზის ან სოჭთან ახლოსაა ან კიდევ სადმე გარე სამყაროსგან იზოლირებულ საიდუმლო ადგილას იმყოფება.

ეს პიროვნება მთავარი პერსონაჟია კარგად დადგმული ორაქტიანი სპექტაკლისა, რომელიც დროდადრო ფიზიკის კანონებსა და სივრცე-დროის კონტინუუმს არღვევს. ჯერ იყო და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თეატრალური სხდომა ჩაატარეს, სადაც პუტინმა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სკოლის მოწაფესავით დატუქსა. ეს სხდომა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რადგან ნაჩქარევად ცნეს ეგრეთწოდებული „ლსრ“-ისა და „დსრ“-ის დამოუკიდებლობა, მეორე აქტში კი საერთოდ დეზინფორმაციის ახალი რეკორდი ვიხილეთ.

ამ გროტესკული პიესის მეორე აქტმა სატელევიზიო მიმართვის ფორმა მიიღო და მოიცვა 2014 წლის შემდეგ გავრცელებული პროკრემლისტური დეზინფორმაციის ყველა ძირითადი მითი:

კრემლის მიერ დადგმულმა პიესამ საშუალება მოგვცა, ჩაგვეხედა მმართველი ავტოკრატისა და მისი დამქაშების თავებში. თუ პროკრემლისტური დეზინფორმაცია ხანდახან სამასხრო ხდებოდა უსუსური ტყუილების გამო და დასავლელი აუდიტორიისა და ანალიტიკოსების დაცინვის საგანი იყო, ახლა უკვე კრემლის აბსურდულმა ტრაგიკომედიამ მომავალი მოვლენების სულისშემძვრელი სურათი დაგვანახა. როგორც ჩანს, დიქტატორმა მართლა დაიჯერა ის ტყუილები, რომლებსაც საკუთარი ხელით შექმნილი მანქანა აწვდიდა და რაც არ უნდა ირონიული იყოს, თვითონვე იქცა დეზინფორმაციის ყველაზე საცოდავ მსხვერპლად.

რედაქტირებულია [24/02/2022 – 10:52]: ამ ტექსტის დაწერიდან რამდენიმე საათის შემდეგ კრემლი უსამართლოდ დაესხა თავს უკრაინას. #StandWithUkraine

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist