კრემლის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცდილობენ საქართველოში ალტერნატიული ანტიდასავლური რეალობის შექმნას

  • Read this article in:
  • en
  • ru
  • ge

საქართველო დიდი ხანია პროკრემლისტური დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენს — დეზინფორმაციის, რომელიც ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, არასაიმედო დასავლეთისა და აგრესიული ნატოს მიმართ შიშის პროვოცირებას და რუსეთის მორალურად და იდეოლოგიურად აღმატებულ ქვეყნად წარმოჩენას.

ქვეყანაში ფუნქციონირებს რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რამდენიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალება, მათ შორის, „სპუტნიკ საქართველო“, რომელიც პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. მის მუშაობას მხარს უჭერს „სპუტნიკ აფხაზეთი“ და „სპუტნიკ ოსეთი“, რომელთა მასალა გამორჩეულ ადგილს იკავებს EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მხარდამჭერი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშაა, ადგილობრივმა მარიონეტებმა დეზინფორმაციის გავრცელების შესანიშნავი უნარიც გამოამჟღავნეს. ისევე, როგორც რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში, მათი ნარატივები ფოკუსირებულია დასავლეთიდან მომავალ საფრთხეებზე საქართველოს ტრადიციული ღირებულებების, ქართული სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების მიმართ.

ადგილობრივი პროკრემლისტური წარმომადგენლის საქმე: Alt-Info TV

Alt-Info TV თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი მარიონეტები პროკრემლისტური დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას. მასობრივი ინფორმაციის საშუალება ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული და გამორჩეულად ანტიდასავლური პოზიციით, ასევე ძალადობის წახალისებით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში Alt-Info TV ჩამოყალიბდა ახალ კონსერვატიულ-ქრისტიანულ პოლიტიკურ მოძრაობად საქართველოში, რასაც შედეგად მოჰყვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაც.

Alt-Info-ს წამყვანები მონაწილეობდნენ 2021 წლის ივლისში „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რამაც რამდენიმე ჟურნალისტის დაშავება გამოიწვია. პროტესტი წახალისებული იყო რუსიულტრანაციონალისტი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის მიერ, რომელიც ხშირად იღებდა მონაწილეობასAlt-Info-ს გადაცემებში.

მას შემდეგ Alt-Info-ს ენა სულ უფრო თავშეუკავებელი და შემტევი გახდა ლიბერალების გაკიცხვის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის გაკიცხვის თვალსაზრისით. Alt-Info-სთვის აგრესია მისაღებია მისი იდეოლოგიური საფუძვლიდან გამომდინარე, ხოლო ევროკავშირის დასავლური ქვეყნების დროშების დაწვა ნორმად ითვლება.

Alt-Info შედარებით ახალბედაა ქართულ მედიასივრცეში (ტელეკომპანია ეთერში 2021 წლის თებერვალში გავიდა და ეროვნული მაუწყებლობის უფლება 2021 წლის სექტემბერში მიიღო). ამიტომ, მისი აუდიტორიის რაოდენობის შესახებ მონაცემები მწირია. თუმცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალება წარმოდგენილია სოციალურ მედიაში: მას 26000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს YouTube-ზე და 2017 წლიდან თითქმის 11 მილიონი ნახვა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ Alt-Info ვერ ახერხებს გამართულ ფუნქციონირებას Facebook-ზე — საქართველოში ფართოდ გავრცელებულ სოციალურ ქსელში, რადგან Facebook-ი ხშირად ხურავს Alt-Info-სთან დაკავშირებულ ქსელებს კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევის გამო. ბოლო დახურვა მოხდა 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში, ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის გამოძიების საფუძველზე. Alt-Info-ს აქტივების დეპლატფორმირება მოხდა ადრეც 2020 და 2019 წლებში. 2020 წელს ძირითადი აკრძალვის შემდეგ Alt-Info-მ განაგრძო პლატფორმის გამოყენება თავისი კონტენტის გასავრცელებლად, მაგრამ ასევე გადავიდა დაშიფრული შეტყობინებების გაცვლის აპლიკაციებზე, როგორიცაა Telegram, სადაც მათმა არხმა 4400-ზე მეტი გამომწერი დააგროვა.

Alt-Info TV-ის შემთხვევა გვიჩვენებს, როგორ სწავლობენ პროკრემლისტური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ნავიგაციას და პლატფორმების მიერ არაავთენტიკური კოორდინირებული მოქმედების შესაჩერებლად მიღებული ზომებისთვის გვერდის ავლას. გარდა ამისა, ეს არის საშიში გაფრთხილება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მიგვიყვანოს დეზინფორმაციამ რეალურ ქმედებამდე ძალადობისა და სიძულვილის წაქეზებით, ან პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებით, რომლის დღის წესრიგში შედის საქართველოს დასავლეთისგან „გათავისუფლება“.

COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია: ძველი ჰანგები

პროკრემლისტური დეზინფორმაციის გამავრცელებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საქართველოში ასევე იყვნენ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის მხარდამჭერები და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას COVID-19-ისა და ვაქცინების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო წლების განმავლობაში, COVID-19-ის პანდემიამდეც კი, ვაქცინებთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა. კერძოდ, პროკრემლისტურმა მედიამ რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრი წარმოადგინა, როგორც ბიოიარაღის, საშიში პათოგენებისა და ლეტალური ექსპერიმენტების წყარო — დიდი ხნით ადრე, ვიდრე ასეთი შეთქმულების თეორიები გახდებოდა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, დეზინფორმაციულმა ნარატივებმა და შეთქმულების თეორიებმა სავარაუდო „საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიების“ შესახებ განსაკუთრებით ნაყოფიერი ნიადაგი იპოვა და საქართველოს მიღმაც იმოგზაურა.

საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის ივლისში აშშ-მა საქართველოს აჩუქა Pfizer-ის ვაქცინები. გარდა ამისა, პროკრემლისტური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მუდმივად ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ თითქოს დასავლეთი განზრახ აყოვნებდა Sputnik V-ის ავტორიზაციასა და აღიარებას (იხილეთ აქ, აქ) და ხელს უშლიდა საქართველოს მიერ მის შესყიდვას.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია დეზინფორმაციის პირდაპირი გავლენის გაზომვა საზოგადოების აზრზე, 2021 წლის ივლისში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქართველების 47-მა პროცენტმა უარი თქვა აცრაზე (მცირე გაუმჯობესება 2021 წლის თებერვალთან შედარებით, ხოლო 53-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უარს იტყოდა ვაქცინაზე). უფრო მეტიც, სავალდებულო ვაქცინაციის, მწვანე პასპორტებისა და „COVID-ტერორის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე დამსწრეთა რიცხვის ზრდა ასევე შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ COVID-19-ის და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას გარკვეული გავლენა აქვს საზოგადოებაზე.

უკვე რამდენიმე წელია, დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს ფაქტების არაერთი ქართული შემმოწმებელი, მედია და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ბევრი მათგანი წევრია ახალშექმნილი ორგანიზაციისა კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. მათი მუშაობა დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

წაიკითხეთ მეტი:

დეზინფორმაციული ნარატივები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

ძალადობის ჩემპიონები

ვის ეშინია აზიური ფაროსანასი?

დეზინფორმაციის ვირუსთან ბრძოლა: გამოცემა ეძღვნება საქართველოს

 

მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist