კრემლის მიერ გავრცელებული ტყუილების ფარდის უკან რუსული სამხედრო დანაყოფები იმალება

პროკრემლისტური დეზინფორმაცია ცდილობს, უკრაინის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის ნამდვილი მასშტაბი და მიზნები დამალოს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა 90 000-მდე ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განათავსა უკრაინის საზღვართან მდებარე ბაზებზე. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა როგორც ოფიციალურ სამთავრობო წყაროებს, ისე წამყვან მედიასაშუალებებს.

ჯარის ასეთი გადაადგილება ახალი არ არის. ალბათ ყველას გვახსოვს აპრილში განხორციელებული მსგავსი ესკალაცია, რომელიც ძალების მიმდინარე თავმოყრის ფონზე გენერალურ რეპეტიციასავით გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ამჯერად სიტუაციას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის როგორც ოფიციალური რიტორიკა, ისე პროკრემლისტური მედიასაშუალებების აგრესიული პოზიცია.

არასდროს დაიჯერო რამე, სანამ მას პროკრემლისტური მედიასაშუალებები არ უარყოფენ

მიუხედავად სანდო წყაროებიდან მიღებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების სიჭარბისა, პროკრემლისტური მედიასაშუალებები ჯარის ყოველგვარ განლაგებას უარყოფენ და აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას თავიანთი თავდაცვითი მოტივებისა და ნატოს მხრიდან პროვოკაციების შესახებ.

პროკრემლისტური მედიასაშუალებების დამახინჯებული წარმოდგენით, ჯარის განლაგების შემთხვევაშიც კი ეს ხდება გარდაუვალი აგრესიის გამო, რომელიც მოსალოდნელია უკრაინისგან. თითქოს ამ უკანასკნელს მართავენ ნეონაცისტები, რომლებიც პროკრემლისტური მრუდე ხედვით, დასავლეთმა გაწვრთნა. ამას გარდა, საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება, კარგად დამუშავებული დეზინფორმაციული შეტყობინებების მიხედვით, მოვლენების უკან ყველგან შეერთებული შტატებისა და ნატოს ფარული ხელი, აგრესია და ბოროტი განზრახვა იმალება.

პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა მტვერი გადაწმინდეს და ისევ გაააქტიურეს ყავლგასული ნარატივები, თითქოს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების პირობა დაირღვა, რუსეთი ეგრეთ წოდებული „ანტირუსული“ რიტორიკის მსხვერპლია და მტრული ძალებითაა გარშემორტყმული. ეს ნარატივები რუსეთის სამხედრო ძალების განლაგების გასამართლებლად და სავარაუდოდ, არა მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენება.

ცუდი ჩვევებისგან განთავისუფლება ძნელია

საუბარი „გავლენის სფეროებზე“ და „ერების შეზღუდულ სუვერენიტეტზე“, რომელიც მათ საკუთარი მომავლისა და ბედის თავისუფლად განსაზღვრაში უშლის ხელს კრემლის კიდევ ერთი უუნარობის მაჩვენებელია, დაინახოს რეალური ისტორია და საჭირო დასკვნები გამოიტანოს ძველი შეცდომების გამეორების თავიდან ასაცილებლად.

მაგალითად, წარსულში ჩადენილი დანაშაულების გადაფასება შეიძლება დაიწყოს კრემლის მიერ იმის ხელახლა დადასტურებით, რომ რუსეთი „პატივს სცემს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს არსებულ საზღვრებში“ და „თავს შეიკავებს ძალის გამოყენებისგან და მუქარისგან“, როგორც ამას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ბუდაპეშტის მემორანდუმი ითვალისწინებს.

Այլ հիշարժան ապատեղեկատվական պնդումներ.

მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist