განტევების ვაცებისთვის: ფაქტების შემოწმების საერთაშორისო დღე და თავდასხმა „კროკუს სითიზე“

2 აპრილს ფაქტების შემოწმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და გაჩაღებული ომი შეფუთულია ტყუილებით, რომელთა მხილება აუცილებელია. EUvsDisinfo-ს ამ საქმეში წვლილი შეაქვს თავისი სტატიების, კვლევებისა და მაგალითების გაზიარებით, რასაც 2015 წლიდან აკეთებს. 16 800-ზე მეტი შემთხვევის მომცველი ჩვენი მონაცემთა ბაზა წარმოგიდგენთ პროკრემლისტური დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მაგალითებს, რომლებსაც თან ახლავს გადამოწმებული ინფორმაცია და შესაბამისი პასუხი. ჩვენს ვებსაიტზეა განყოფილებები სწავლა და კვლევა, რომლებშიც შესულია ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებული მასალები ისეთ გარემოში, რომელშიც დეზინფორმაცია და მანიპულაცია ომის წარმოების განუყოფელია ნაწილია, უშუალოდ ფრონტზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან ერთად.

ამ დღის აღსანიშნავად ჩვენ ვუბრუნდებით ფაქტების შემოწმებისა და მხილების რეალურ საქმიანობას.

კრემლის ნარატივია კიევის განტევების ვაცად გამოყვანა…

გასულ კვირაში ჩვენ გადავამოწმეთ კრემლის პირველადი განცხადებები 22 მარტის შეტევასთან დაკავშირებით, რასაც თავი მოვუყარეთ დეზინფორმაციის მიმოხილვაში „ხანძარი შიდა ტერიტორიაზე“. ISIS-K-მ უკვე აიღო პასუხისმგებლობა და გაავრცელა სხეულზე დამაგრებული კამერით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებიც თავდამსხმელებს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლიდან ბრალდებების ნიაღვარი წამოვიდა, რომელშიც „დასავლეთის“ პასუხისმგებლობაზეა საუბარი.

22 მარტის თავდასხმიდან ათი დღის შემდეგ კრემლის რეაქციები და განცხადებები სამი ძირითადი მიმართულებით კეთდება.

…თუმცა შეინიშნება ISIS-ის კვალიც

შემთხვევის ადგილზე, სადაც ფიზიკური უსაფრთხოების ზომები მკაცრია, რუსეთის სამთავრობო უწყებები ეძებენ, აკავებენ და სამართლებრივად დევნიან, ასევე, დეპორტაციას უწყობენ ცენტრალური აზიის ხალხს. სტატისტიკა მიუწვდომელია, თუმცა დაკავებულია ათი ადამიანი, მათ შორის, თავდასხმაში ოთხი ეჭვმიტანილი; ყველა მათგანი ტაჯიკია.

როგორც ფართოდ ცნობილია, აშშ-მა გაუგზავნა საჯარო და პირადი გაფრთხილებები რუსეთის მთავრობას 22 მარტის თავდასხმამდე ორი კვირით ადრე. გაფრთხილების გადაცემა მოხდა არა პანიკის დათესვის მიზნით, არამედ აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების „გაფრთხილების ვალდებულების“ პრინციპით მოქმედებით, თუნდაც გაფრთხილებული მხარე მტერი იყოს.

სანდო წყაროებისგან ჩნდება სიახლეები, რომ ირანმაც გააფრთხილა მოსკოვი ISIS-ის დაგეგმილი თავდასხმის შესახებ 22 მარტამდე რამდენიმე დღით ადრე. აღნიშნული ცნობა ვრცელდება ირანში ISIS-ის დაკავებული ტერორისტებისგან მიღებული ინფორმაციიდან.

„დასავლეთის დადანაშაულება“

ზოგჯერ ყველაფერი დაგეგმილის მსგავსად არ ხდება: „დასავლეთის დადანაშაულების“ გეგმა მალევე გაიშიფრა. ამ ნარატივის გავრცელების პარალელურად, პროკრემლისტური პროპაგანდის ოსტატმა, RT-ს [ყოფილი „Russia Today“] რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა: „ეს ISIS არ ყოფილა“ და ისრები გადაიტანა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისკენ და ის მოიხსენია, როგორც „იეჰუდა ღორი კრივი-რიჰიდან“. „იეჰუდა“ არაბული სიტყვაა და „ებრაელს“ ნიშნავს. სიმონიანი და მისი მედია წამყვანი ხმაა რუსეთის სახელმწიფო ნარატივის გლობალურად პოპულარიზაციაში.

მაშინ, როცა ISIS-ის კვალს მომხდარში სერიოზულად ეკიდება რუსეთის უსაფრთხოების აპარატი, კრემლი მაინც თავგამოდებით ცდილობს, რომ დანაშაული „კიევს“ ან „ანგლო-საქსებს“, ან „ბოროტი დასავლეთის“ სხვა რომელიმე ძალას მიაწეროს. ბოლო განცხადებები ამგვარია: „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი და დაფინანსებულია უკრაინის მიერ“.

ანტო-კოლონიალიზმის ჩართვა სიცრუის გლობალურად გასავრცელებლად

პირველი ნარატივი ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქვეყნები დაეხმარა უკრაინას ამ თავდასხმის განხორციელებაში. მედია და კომენტატორები ამტკიცებენ, რომ, მათ შორის, აშშ-იც ცდილობდა თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის დამალვას; რომ თავდასხმების უკან დგას NATO; და რომ თავდასხმაში რეალური დამნაშავეები ვაშინგტონსა და ლონდონში არიან.

რუსული დეზინფორმაციული ნარატივები არ იქნებოდა სრულყოფილი აბსურდის მტკიცებისა და ტალახის სროლის გარეშე. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედია პლატფორმა, Sputnik Afrique, რომელიც აფრიკაში ფრანგულენოვან ჯგუფებზე მუშაობს, თავის მორიგ სტატიაში ამ თავდასხმას უკავშირებს ბაიდენის ოჯახის კორუფციულ სქემებს. მინიმუმ ორი მსგავსი სტატია ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეასრულა ეს თავდასხმა, რადგან მაინც დასავლეთია დამნაშავე.

მესამე: ყველას დადანაშაულება

ამჟამად ბოლო განცხადებები შეიცავს შემდეგ კომბინაციას: არა მხოლოდ „დასავლეთი“ და კიევი, ან ორივე, იყო ჩართული თავდასხმაში, არამედ ისინი გაურიგდნენ ISIS-K-ს. პროკრემლისტური მედია ავრცელებს: „კროკუსზე თავდასხმა, შესაძლოა, განეხორციელებინა ISIS-ს და უკრაინას ერთად, აშშ-ის კონტროლის ქვეშ„“ და მსგავს ნარატივს.

აქ რამდენიმე შეუსაბამობაა: „დასავლეთი“ და ISIS არ არიან ასე მარტივად თანამშრომლური მხარეები. აშშ-ისა და დასავლეთის პარტნიორების კოალიცია ბრძოდა ISIS-ის დასამარცხებლად. ეს სასტიკი და ინტენსიური ბრძოლა იყო. თუმცა ეს არ აფერხებს რუსულ რადიკალურ ნაციონალიზმს, რომელიც საკუთარ მახეში ებმება, როგორც ჩანს, შეთქმულების ამგვარი თეორიებითა და ბუნკერის მენტალობით კვებით, რითაც ამართლებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.

 

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist