პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის 5 გავრცელებული ნარატივი

„ნარატივი“, როგორც ფენომენი, ხშირად ჩნდება რუსულ, პრო-კრემლისტურ დეზინფორმაციულ და გავლენის მოპოვების ძალისხმევის კონტექსტში.

  • ნარატივი წარმოადგენს მთლიან გზავნილს, რომელიც ვრცელდება ტექსტური სახით, სურათებად, მეტაფორულად და სხვა საშუალებებით. მაგალითად, პოლიტიკოსების გამუდმებით მონსტრებად მოჩვენება ხალხში აჩენს განცდას, რომ პოლიტიკოსები, ზოგადად, კორუმპირებული და მატყუარა ხალხი არიან;
  • დეზინფორმაციის პრო-კრემლისტური გამავრცელებლები იყენებს ნარატივების ნაკრებს, რომელიც წარმოადგენს შაბლონს გარკვეული ამბისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა აუდიტორიებისთვის. სხვადასხვა აუდიტორიებისთვის გამოიყენება განსხვავებული ნარატივი;
  • ზოგიერთი ნარატივი უკვე ასობით წელია, რაც გამოიყენება. დოკუმენტურად დადასტურებულია, რაც ნარატივი „გახრწნილი დასავლეთი“ მე-19 საუკუნიდან გამოიყენება.
  • შესაძლებელია ნარატივების კომბინაციის გამოყენება და მათი მოდიფიცირება მიმდინარე მოვლენებისა და დომინანტური დამოკიდებულებების მიხედვით.

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე გავრცელებულ ნარატივს, რომელიც ვრცელდება რუსეთში პრო-კრემლისტური დეზინფორმაციული სატელიტების მიერ.

აღნიშნული ნარატივი, რომელიც ფართოდ დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ „ბოროტი ელიტები“ შორს არის „ხალხის“ რეალური საჭიროებებისგან, გავრცელებული პოპულისტური ნარატივია და განსაკუთრებით ძლიერდება არჩევნების დროს. ხშირად გვინახავს, რომ პარტია ან კანდიდატი, რომლებიც აცხადებენ, რომ „ხალხის ხმას“ ყურს უგდებენ ან „მდუმარე უმრავლესობა“ არიან, იყენებენ ამ ნარატივს პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ და ამომრჩევლებს პრობლემის მარტივ გადაწყვეტას სთავაზობენ. აღნიშნული ნარატივი შეიძლება ძალზედ წარმატებული იყოს, რადგან მას გამოჰყავს განტევების ვაცი და ადანაშაულებს შემდეგ ინსტიტუციებს: ბანკირები, დიდი კორპორაციები, ებრაელები, ოლიგარქები, მუსლიმები, ბრიუსელის ბიუროკრატია. დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური საშუალებები მასობრივად იყენებდა ამ ნარატივს 2016 წელს ბრექსიტის რეფერენდუმის დროს, როგორც ამას „სპუტნიკის“ ორი სტატია მოწმობს: „ევროკრატია საფრთხეს უქმნის ევროპას„ და „Waffen-EU“. ორივე სტატია ეხმაურებოდა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების კამპანიას.

 

ამ ნარატივის კიდევ ერთი მიზანია საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება. „სპუტნიკი“, მაგალითად, ხშირად „წერს“ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე, ხაზს უსვამს რა იდეას, რომ ელიტები მანიპულირებენ არჩევნების შედეგებით. რამდენიმე მაგალითი გერმანიის (გერმანულ ენაზე), შვედეთის (რუსულ ენაზე) და უკრაინის (რუსულ ენაზე) შესახებ.

ელიტები vs. ხალხი — ამ ნარატივს დიდი, ასწლოვანი ისტორია აქვს. მისი ავტორები ამტკიცებენ, რომ საარჩევნო უფლებაჩამორთმეული ხალხის ხმას გამოხატავენ, საუბრობენ სიმართლეს ელიტების წინააღმდეგ, რომლებიც „სიმართლის“ ნებისმიერ ფასად დამალვას ცდილობენ. „სიმართლე“ შეიძლება ფართო სპექტრის საკითხებს ეხებოდეს, მათ შორის, მიგრაციას, პოლიტიკას და ეკონომიკას; გარკვეული ელიტები „დამნაშავეებად“ არის წარმოჩენილი სიმართლის დამალვის გამო, რათა სამიზნე აუდიტორიის სადარდებელთან ასოცირდებოდეს. მართლაც, შესაძლებელია აღნიშნული ნარატივის განუსაზღვრელი რაოდენობის საკითხისთვის მორგება: „მიგრანტთა კრიზისი გამოწვეულია დიდი კორპორაციების მიერ იაფი მუშახელის მიღების მიზნით“; „ გლობალური დათბობის შესახებ ცრუ განგაში გამოიყენება ბანკირების მიერ, რათა ხალხის ყურადღება რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაიტანონ“. სია საკმაოდ გრძელია…

საბოლოო ჯამში, მართალია, აღნიშნული ნარატივი ზედაპირზე რიგითი მოქალაქეების თანაგრძნობით ხასიათდება, მაგრამ მისი ფესვები რეალურად ავტორიტარულია. განცხადებების მტკიცებულებებს იშვიათად წარმოადგენენ და კონსპირაციული ფიქრის პრინციპებიდან გამომდინარე, მტკიცებულების არარსებობის ფაქტი ხშირად თავად არის მტკიცებულება: „ნახეთ, როგორი ძლიერია ელიტები, მალავენ რა თავიანთი კონსპირაციის კვალს!“ როგორც წესი, ეს ნარატივი, ასევე, გულისხმობს, რომ მკითხველი ენდობა მთხრობლის სიტყვებს: „მე სიმართლე ვიცი, მენდეთ!“ შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ყველა ნარატივის მსგავსად აღნიშნულიც საჭიროებს სამიზნე აუდიტორიისგან მიმღებლობას.

„საფრთხის ქვეშ მყოფი ღირებულებები“ ერგება მრავალ საკითხს და როგორც წესი, გამოიყენება პროგრესული დასავლური დამოკიდებულებების ეჭვქვეშ დაყენებას ქალთა უფლებების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და LGBTQ ჯგუფების მიმართ. აღნიშნული ნარატივის მიხედვით „ნაზი დასავლეთი“ ლპება ზნედაცემულობის, ფემინიზმისა და „პოლიტკორექტულობის“ ქვეშ მაშინ, რომ რუსეთი განასახიერებს ტრადიციულ პატერნალისტურ ღირებულებებს. ეს ნარატივი გამოყენებულია 2015 წლის კარიკატურაში, რომელიც შექმნილია რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „RIA Novosti“ მიერ და მასში ასახულია ევროპის აშკარა მორალური დაცემა: ჰიტლერი, სექსუალური გადახდები თუ გავეშებული აფთრები. ღირებულებებზე დაფუძნებული დეზინფორმაციული ნარატივები ხშირად ყურადღებას ამახვილებს ისეთი საკითხების მიმართ შეტევაზე, როგორიცაა „ტრადიცია“, „წესიერება“ და „საღი აზრი“ — ტერმინები, რომლებსაც დადებითი კონოტაცია აქვს, მაგრამ მკაფიოდ იშვიათად განიმარტება. ნარატივი ქმნის ჩარჩოს „ჩვენ vs. ისინი“, რომელიც გულისხმობს, რომ ტრადიციული ღირებულებების ერთგულ ხალხს საფრთხეს უქმნის ყველა, ვინც მათ ეწინააღმდეგება — სინამდვილეში კი აყალიბებს მორალურად ღარიბ დისტოპიას. დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური საშუალებები ავრცელებდა ამ ნარატივის მრავალ ვარიანტს 2018 წლის შვედეთის არჩევნების დროს, როგორც ეს აღწერილია აქ და აქ. რუსულენოვანი საშუალებების, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის ტროლების ქარხნის საინფორმაციო სააგენტოს RIAFAN, ენა აგრესიულია: „როგორია ძლიერ ტოლერანტული ქვეყანა: გეები და ლესბოსელები გასცემენ განკარგულებებს, ავიწროებენ კაცებსა და ქალებს, ავრცელებენ რუსოფობიასა და შიშს“.

 

დასავლური ღირებულებებისგან განსხვავებით, რომლებიც ეფუძნება ინდივიდის უფლებებს ხელშეუხებლობის, უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რუსული ღირებულებების სისტემა მოიცავს კოლექტიური ნორმების ნაკრებს, რომლებსაც უნდა ემორჩილებოდეს ყველა ინდივიდი. ნარატივი ყოველთვის ვრცელდება მორალური უპირატესობის პოზიციიდან, რომელშიც პატიოსან და ტრადიციების მიმდევარ მდუმარე უმრავლესობას საფრთხეს უქმნის ლიბერალური „ტირანია“. სამიზნე აუდიტორიებს იწვევენ გაერთიანებებში, რომლებიც იბრძვიან ოჯახური ღირებულებებისთვის, ქრისტიანობისა და სიწმინდისთვის.

დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური წყაროები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ქვეყნები აღარ არის სუვერენული. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „RIA Novosti“ კარიკატურის სახით გამოხატავს ამ ნარატივს: ბიძია სემი ბუნებრივი აირის ღუმელის ალში ჩნდება, ევროპელებს აძალებს ზემოთ და ქვემოთ ხტუნვას და ითხოვს სანქციებს (რუსეთის წინააღმდეგ).

 

აღნიშნული ნარატივის მაგალითი უამრავია: უკრაინას უცხოელები მართავენ დაd ბალტიის ზღვის ქვეყნები არ არის ნამდვილი ქვეყნები. ევროკავშირი ვაშინგტონიდან იმართება. NATO და ევროკავშირი ახორციელებს თავის მილიტარისტულ და ბიუროკრატიულ ამბიციებს, უგულებელყოფს რა მათი წევრი ქვეყნების და, რაღა თქმა უნდა, მოქალაქეების ინტერესებს — ზოგჯერ უნებლიედაც კი, მაგრამ არაკომპეტენტურობის ან რეალობასთან აცდენის გამო. თავად გადაწყვიტეთ, რომელი ახსნაა უარესი — უუნარობა თუ მავნე განზრახვა.

დაკარგულ სუვერენიტეტის ამ ნარატივთან მჭიდროდ დაკავშირებულია ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის ნარატივი, რომელშიც ეგზისტენციალურ საფრთხედ წარმოჩენილია მრავალი წყარო: ისლამი, ჰომოსექსუალები, ბავშვთა უფლებები და ა.შ.

ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ ამგვარ ნარატივებს ძლიერი გავლენა აქვს აუდიტორიებზე. ევროპული ქვეყნების მთავრობები მითითებებს იღებს მხოლოდ NATO-სგან, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ევროპა ოკუპირებულია აშშ-ის მიერ. გერმანია აღარ არის სუვერენული ქვეყანა. ეროვნულ მთავრობებს შორის ევროპული თანამშრომლობა წარმოჩენილია, როგორც უცხოელი მმართველების მიმართ კაპიტულაცია.

აღნიშნული ნარატივი წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე ევროპულ არჩევნებსა და რეფერენდუმში. ამომრჩევლების დარწმუნება იმაში, რომ მათი სადარდებელი „სხვებისკენ“ (უცხოელები, ბანკირები, კორპორაციები, უმცირესობები) მიმართული რესურსების შედეგია, დამტკიცდა, რომ მანიპულაციის ეფექტური სტრატეგიაა. მართლაც, მითური წარსულის ნოსტალგიის განდიდების ნარატივი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაზიანებელი დეზინფორმაციული სტრატეგიაა. ის გამოყენებული იქნა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის, ბრექსიტის და სხვა ეროვნული არჩევნების დროს.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, რუსეთი მოასწავებს ევროპის გარდაუვალ კოლაფსს მთელი საუკუნის მანძილზე. ევროპის ან ევროკავშირის ქვეყნების „სამოქალაქო ომის პირას მყოფ” საზოგადოებებად წარმოჩენამ ისევე იმუშავა 2019 წელს, როგორც — 1919 წელს. ეს კარგად შემუშავებული ნარატივია, რომელიც კარგად რეზონირდება სამიზნე აუდიტორიებთან მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კოლაფსი არ მომხდარა და ბევრი მაჩვენებლის მიხედვით, განაგრძობს განვითარებას.

 

ნარატივს რეგულარულად იყენებს დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური საშუალებები: ევროკავშირის სუპერსახელმწიფო იშლება, აშშ-ის ეკონომიკა იშლება, NATO იშლება, ყვითელი ჟილეტების მოძრაობა ანგრევს საბანკო სისტემას. „RIA Novosti“-ს კარიკატურისტი აღწერს ტერორიზმს ევროპაში, როგორც შხამიან მორიელს, რომელიც უნებლიედ ევროპელების ჯიბეში აღმოჩნდა.

სამიზნე აუდიტორიები, რომლებსაც, ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად, ეშინიათ პოლიტიკური და სოციალური არეულობით თავიანთ ქვეყნებში, მოწყვლადი არიან ამ ნარატივის მიმართ.

ამრიგად, აღნიშნული ნარატივი განსაკუთრებით კარგად მუშაობს რეალური პოლიტიკური კრიზისის, მაგალითად, 2015 წლის შემოდგომის მიგრანტთა კრიზისის, ფონზე. მიგრანტთა მასობრივმა შემოდინებამ ევროპული ქვეყნების მთავრობებს თავისტკივილი გაუჩინა, მაგრამ რუსულმა და პრო-კრემლისტურმა მედიამ სურათი გაზვიადებულად და აპოკალიფსურად დახატა, წარმოაჩინა კრიზისი სისტემური კოლაფსის საფუძვლად. რასაკვირველია, სისტემა არ ჩამოშლილა, მაგრამ კოლაფსის შიში ჯერ კიდევ არ გამქრალა.

იგივე მიდგომა აშკარაა რუსეთისა და პრო-კრემლისტური მედიის მიერ ყვითელი ჟილეტების აქციის გაშუქებაში. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია მთავრობის და პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, ევროპული ქვეყნების მოქალაქეები კი აქტიურად იყენებენ ამ უფლებას ქუჩებში. ყვითელი ჟილეტების მოძრაობა ევროპული დემოკრატიის ტრადიციის ნაწილია და არ წარმოადგენს სისტემის ჩამოშლის რაიმე ნიშანს.

აღნიშნული ნარატივი ზოგჯერ გამოიყენება ევროპული მორალური ღირებულებებისა და ტრადიციების რღვევის მომასწავებლადაც. დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური საშუალებები, მაგალითად, ხშირად აღწერს ბავშვთა უფლებებს ოჯახურ ღირებულებებზე შეტევად. ევროპა კვდება — მან უარი თქვა პატიოსნებასა და მორალზე.

დეზინფორმაციის ბოლო მეთოდი, როგორც წესი, გარკვეულ თემებზე ხუმრობაა. სკრიპალების საქმე ამ სტრატეგიის თვალსაჩინო მაგალითია. დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური საშუალებები ცდილობდნენ მკვლელობის სარკასტულად წარმოჩენას, რათა ტრაგედია ერთ დიდ ხუმრობად ექციათ. ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებით, აღნიშნული მეთოდი მოიცავს რამდენიმე დამამცირებელი სიტყვის გამოყენებას, რათა დაკნინდეს დემოკრატიის არსი, დემოკრატიული პროცესი და კანდიდატები. კრემლის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი დემოკრატიის ფენომენს აღწერს, როგორ „ნაძირლების ბრძოლას“ და სანაცვლოდ პოპულარიზაციას უწევს ვლადიმერ პუტინის „საქმიან მმართველობას“, როგორც ალტერნატივას ევროპისთვის. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თითქმის მუდმივად დაცინვის ობიექტია პრო-კრემლისტურ მედიაში ისევე, როგორც მთლიანად უკრაინის არჩევნების პროცესი. რუსეთის სამთავრობო მედიის მიხედვით, რამდენიმე კანდიდატის მონაწილეობით და აშკარა შედეგის არმქონე არჩევნები საცირკო წარმოდგენას ჰგავს.

 

ცხადია, სატირა, იუმორი და პაროდია ამგვარი დისკურსის განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკოსების დაცინვა ან ბიუროკრატებზე ხუმრობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცოცხალი დემოკრატიისთვის. ირონიულია, რომ დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური საშუალებები ხშირად იყენებენ ანტი-დასავლურ ტყუილებს, რასაც ამართლებენ გამოხატვის თავისუფლებით მაშინ, რომ თავად აგრესიულად რეაგირებენ კრემლის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სატირაზე. ამ ფარისევლური მიდგომის მაგალითია რუსეთის მიერ ბრიტანული კომედიის, „სტალინის სიკვდილის“ აკრძალვა 2018 წელს.

2017 წლის ანგარიშში, NATO-ს სტრატკომის ცენტრმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ იყენებს დეზინფორმაციის რუსული და პრო-კრემლისტური საშუალებები იუმორს დასავლელი პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციისთვის. მისი ერთ-ერთი ავტორი, ლატვიელი მკვლევარი, სოლვიტა დენიზ-ლიპნიცე, გვთავაზობს ტერმინს „ჰაჰაგანდა“ კონკრეტულად ამგვარი დეზინფორმაციისთვის, რომელიც დაფუძნებულია ინსტიტუციებისა და პოლიტიკოსების მასხრად აგდებაზე. ჰაჰაგანდას მიზანია არა აუდიტორიების რომელიმე ხუმრობის სიმართლეში დარწმუნება, არამედ მოცემული სამიზნის სანდოობის ძირის გამოთხრა მუდმივი დამცირებითა და დაცინვით.

ხუთი ნარატივი, როგორც ვხედავთ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია და იზიარებს „ბოროტი ელიტების“ მიერ გამოწვეულ საფრთხეებს. ეროვნული მთავრობები სუსტი და არაეფექტურია; მოქალაქეებს ჩამორთმეული აქვთ უფლებები და მათ ტრადიციებს ემუქრება ჩამოშლა — და ვინ ემუქრება მათ? ბრიუსელის ბიუროკრატები, კორპორაციული ბიზნესმენები, ჩრდილოვანი მმართველები და, რა თქმა უნდა, ფაშისტები! ევროპასა და დასავლეთში დაუცველობისა და მორალური ხრწნის საპირწონედ რუსეთი წარმოჩენილია, როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტორი. რეალურად, რუსეთის წამყვანი პროპაგანდისტები პოპულარიზაციას უწევენ რუსეთის „საქმიანი ავტორიტარიზმის“ რეჟიმსაც, როგორც მომავლის პოლიტიკურ სისტემას.

ამ ნარატივების კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი ის არის, რომ ისინი თავს ესხმის დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და სამართლებრივ სისტემებს, რათა გამოიწვიოს უნდობლობა და სოციალური დანაწევრება; მისი საბოლოო მიზანი კი დემოკრატიის დამხობაა. უნდობლობის კულტივაციის სტრატეგია შექმნილია მოქალაქეების იმაში დასარწმუნებლად, რომ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა უმნიშვნელოა: არჩევნებში ხმის მიცემა უშედეგოა, რადგან სისტემა „მოსყიდულია“ ელიტების მიერ და მხოლოდ რიგითი მოქალაქეების ექსპლუატაციას ეწევა. ამრიგად, დემოკრატია წარმოჩენილია ფარსად და უფრო მეტიც, არაეფექტურ და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეუსაბამო სისტემად.

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist